მანჯგალაძე: მარგველაშვილის მოსყიდვა ადვილი რომ ყოფილიყო, ივანიშვილს ვერავინ დაასწრებდა
25/07/2023 09:46:41 პოლიტიკა
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ "გიორგი მარგველაშვილის მოსყიდვა ადვილი რომ ყოფილიყო, ბიძინა ივანიშვილს ვერავინ დაასწრებდა".
მისი თქმით, "ხელისუფლებას ხალხი შეცდომაში განგებ შეჰყავს, რათა მოსალხოებამ იფიქროს, რომ მათ გარდა ყველა მოღალატე და მოსყიდულია".
"ყველა პოტენციური ლიდერი, რომელმაც შეიძლება, ამხილოს პრორურუსლი „ქართული ოცნება“ რუსულ ქმედებებში და ქვეყნის ღალატში, „ქართული ოცნება“ პრევენციულად მანამდე ესხმის თავს და ყველას გაშავებას ცდილობს. „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად ახდენს დასავლეთის დემონიზებას, ყველა პროდასავლურად განწყობილი ლდიერის და ანტირუსი ლიდერის დემონიზებას, რომ ხალხმა იფიქროს, რომ პატიოსანი არავინ არ არის, ყველა მოსყიდულია, ყველა ვიღაცის აგენტია. ეს არის კამპანიის ნაწილი. ადვილი რომ ყოფილიყო მარგველაშვილზე ზემოქმედება და მოსყიდვა, ბიძინა ივანიშვილს ვერავინ მოასწრებდა. ასევე, სალომე ზურაბიშვილზე ადვილი რომ იყოს ზემოქმედება და ეს თუ არის მოტივაცია, რავიცი, ფული გაუჭირდა ბიძინა ივანიშვილს? მაგრამ ასე არ ხდება სინამდვილეში. მადლობა ღმერთს, რომ არიან ადამაინები, ლიდერები საქართველოში, ოპოზიციაში, რომლებიც ვერ იყიდა ბიძინა ივანიშვილმა", - ამბობს მანჯგალაძე.
24 ივლისს "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, „აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტების მიხედვით, ერთ-ერთ აქტივობაში, რომელშიც გიორგი მარგველაშვილიც იყო ჩართული, მედიაკომპანიამ მიხეილ სააკაშვილის სახელით 12 000 დოლარამდე თანხა მიიღო“. აღნიშნულთან დაკავშირებით მმართველი გუნდის კრიტიკულ განცხადებებს გიორგი მარგველაშვილმა ბინძური ტყუილი და დეზინფორმაცია უწოდა.
"ორი კომენტარი მაქვს. ერთი სერიოზული, როდესაც იწყება ბინძური ტყუილი და დეზინფორმაცია ამაზე სერიოზული და სიღრმისეული კომენტარის გაკეთება ჩემს მიზანს არ წარმოადგენს. მხიარული კომენტარია, თუ გადაწყვიტეს, რომ მე გავხდი მექრთამე და ფულის ამღები, პრინციპულად შეურაცხყოფილი ვარ ამ პატარა თანხით -11 500 დოლარით, ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელია. ერთადერთი, რაც ემოციურად შემეხო ამ პროცესში, თანხის სიმცირე იყო", - განაცხადა 24 ივლისს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.


