
თეირანი: ირანი არ მიიღებს რეგიონის ქვეყნების საზღვრების ცვლილებას
25/07/2023 10:44:31 მსოფლიო
თეირანში სამუშაო ვიზიტით მყოფი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისმა მიიღო.
თეირანის ცნობით, მხარეებმა რეგიონალური საკითხები განიხილეს.
მოხსენების მიხედვით, ირანის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ერევანსა და ბაქოს შორის მოლაპარაკებები ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას.
რაისიმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თეირანი მხარს უჭერს რეგიონის ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.
"ირანის ისლამური რესპუბლიკა არ მიიღებს არანაირ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს, ცვლილებებს რეგიონის ქვეყნების საზღვრების და მხარს უჭერს რეგიონის ყველა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა ებრაჰიმ რაისიმ, – იტყობინება ირანის პრეზიდენტის პრესსამსახური.
რაისმა ასევე ხაზი გაუსვა სომხეთ-ირანული ურთიერთობების გაუმჯობესების მნიშვნელობას და დასძინა, რომ თეირანი ამ საკითხში რაიმე დაბრკოლებას ვერ ხედავს.
„სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა კავკასიის რეგიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ირანის პოზიციის შეფასებისას განაცხადა, რომ სომხეთი არასოდეს გახდება ანტიირანული ქმედებების პლატფორმა და ყოველთვის ორიენტირებულია რეგიონული უსაფრთხოებისა და მშვიდობის გაფართოებაზე“, - ნათქვამია ირანული მხარის ოფიციალურ განცხადებაში.