ჰერჩინსკი: დეოლიგარქიზაცია არის პოლიტიკურ ცხოვრებაზე მდიდარი ბიზნესმენების გადაჭარბებული გავლენის საკითხი, საქართველოს მიდგომა არასწორია

25-07-2023 16:10:54 ციტატა

"დეოლიგარქიზაცია კომპლექსური საკითხია. ეს არის პოლიტიკურ ცხოვრებაზე მდიდარი ბიზნესმენების გადაჭარბებული გავლენის საკითხი. ეს გამოწვევა მხოლოდ საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი. ქართულმა მხარემ გარკვეული მიდგომა აირჩია. ვენეციის კომისიის ბოლო რეკომენდაციაში, რომელიც არის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დამდგენი, როდესაც საქმე ეხება იურიდიულ საკითხებს, ძალიან გარკვევით არის აღნიშნული, რომ საქართველოს მიერ არჩეული მიდგომა არ არის სწორი. კომისია მიუთითებს, რომ ეს მიდგომა რეალურად შეიცავს ბევრ რისკს. ვენეციის კომისია კი სთავაზობს განსხვავებულ მიდგომას, სისტემურ მიდგომას და ევროკავშირი გულწრფელად იმედოვნებს, რომ ქართული პოლიტიკური ელიტა სწრაფად გადახედავს თავის დამოკიდებულებას და გამოვა ხედვით, თუ როგორ უნდა მოგვარდეს საქართველოში ოლიგარქების გადაჭარბებული გავლენის საკითხი სისტემური მიდგომით. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ ცალკეულ პირებზე, ჩვენ არ ვსაუბრობთ სახელებზე, არამედ ჩვენ ვსაუბრობთ ისეთი გარემოს შექმნაზე, რომელშიც ოლიგარქების გადაჭარბებული გავლენა შეუძლებელი ან ძალიან რთული იქნება", - განაცხადა საქართველოში ევროკავშირმა ელჩმა ​პაველ ჰერჩინსკიმ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები