Accentnews.ge
ხაბეიშვილი – მარგველაშვილზე: კომუნიკაცია არსებობს, მაგრამ კონსულტაციები არ გვქონია

ხაბეიშვილი – მარგველაშვილზე: კომუნიკაცია არსებობს, მაგრამ კონსულტაციები არ გვქონია

25/07/2023 12:35:43 პოლიტიკა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ექს–პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან კონსულტაციები არ ჰქონიათ, თუმცა, მისივე თქმით, კომუნიკაცია არსებობს.

ხაბეიშვილის განცხადებით, პროდასავლურ ფლანგზე გიორგი მარგველაშვილი ყველასთვის სასურველი ლიდერია.

"სადაც არ უნდა იყოს და რა პოზიციაც არ უნდა დაიჭიროს მარგველაშვილმა მე დარწმუნებული ვარ, რომ პუტინის კარის ოლიგარქის და „რუსული პარტიის" წინააღმდეგ იბრძოლებს. კომუნიკაცია არსებობს თუმცა, კონსულტაციები ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით არგვქონია. მნიშვნელოვანია, ყველას ვესაუბროთ. აუცილებლად დაველაპარაკებით სხვადასხვა პროდასავლელ ლიდერებს და საზოგადოებას აუცილებლად ექნება ამის შესახებ ინფორმაცია", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შესაძლოა, "ნაციონალური მოძრაობის" რიგებში ვიხილოთ. მარგველაშვილი ინფორმაციას უარყოფს, თუმცა პროდასავლურ ოპოზიციასთან თანამშრომლობას სისტემის დასამარცხებლად არ გამორიცხავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S