Accentnews.ge
მერია მეტროს 40 ახალი ვაგონის ყიდვას გეგმავს

მერია მეტროს 40 ახალი ვაგონის ყიდვას გეგმავს

27/11/2019 07:51:26 სხვა, საზოგადოება

დედაქალაქის მერია თბილისის მეტროს 40 ახალი ვაგონის შესყიდვას უახლოეს მომავალში აპირებს. 

„ორი წელია, რაც თბილის მერიაში ვართ მოსული და დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაწერიგებლად ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები. საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩვენი სატრანპოსრტო პოლიტიკა და შემდეგ დავიწყეთ თვითონ ამ პროექტების განხორციელება. მეტროს ვაგონების მოდერნიზაცია, ახალი ვაგონების დამატება, არსებულების რეაბილიტაცია, განახლება. ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში გვინდა, გამოვაცხადოთ შესყიდვა ახალ ევროპული ტიპის 40 ვაგონზე, რომელიც დაემატება მეტროს, რადგან მეტრო არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში ყველაზე მეტი მგზავრი გადაყავს“, - განაცხადა კახა კალაძემ დედაქალის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S