
გარემოს ეროვნული სააგენტო – ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაციები იზრდება
27/11/2019 10:08:36 სხვა, საზოგადოება, რეკლამა
გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაციების მატება ისევ ფიქსირდება.
მისივე ცნობით, ეს ფაქტი ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და იგი საჰარის, არაბეთის ნახევარკუნძულისა და შუა აზიის უდაბნოების მტვრის მასების შემოჭრით არის განპირობებული
„თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. 23 ნოემბერს გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, ხოლო 24 და 25 ნოემბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა მხოლოდ ქალაქ ბათუმში – 1.6-ჯერ. 26 ნოემბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ისევ ფიქსირდება ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაციების მატება", – აცხადებენ სააგენტოში.