Accentnews.ge
ჯაფარიძე: სააკაშვილი მზადაა, მიიღოს ყველა პოლიტიკური პოზიციის და სრულიად განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები

ჯაფარიძე: სააკაშვილი მზადაა, მიიღოს ყველა პოლიტიკური პოზიციის და სრულიად განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები

25/07/2023 14:43:52 პოლიტიკა

ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზადაა ესაუბროს ყველას, ვისაც სურს ქვეყნის თავისუფლება და მზად არის იშრომოს მისი დასავლური კურსის გადასარჩენად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ექს–პრეზიდენტის წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, "გამარჯვების პლატფორმის" მთავარი მიზანი არის ქვეყნის დახსნა რუსული ხელისუფლებისგან".

“დღეს, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის ტყვეობაში იმყოფება, დაუშვებელია ერთმანეთს ქვები ვესროლოთ, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ერთობა, ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც არასდროს. ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ორიენტირებული იმაზე , რომ მიხეილ სააკაშვილი დავიხსნათ რუსეთის ტყვეობიდან და ვუშველოთ ჩვენს ქვეყანას, რომელიც უდიდეს კრიზისშია. ვუშველოთ ჩვენს ქვეყანას და ერთხელ და სამუდამოდ დავაყენოთ დასავლურ რელსებზე. დღეს, როდესაც მთელი ცივილური სამყარო უკრაინის და ვოლოდიმირ ზელენსკის გვერდით არის და ისინი ასე უჭერენ მხრას უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას, ჩვენ, გამარჯვებულ უკრაინასთან ერთად უნდა მოვახერხოთ და აუცილებლად დავიხსნათ მიხეილ სააკაშვილი.

ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა და ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა გადავდოთ გვერდით პირადი ამბიციები და ერთად უნდა ვიბრძოლოთ. ყველამ თითო აგური უნდა დავდოთ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისთვის. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ დღეს ისე როგორც არასდროს, ყველა უნდა გავერთიანდეთ. მიხეილ სააკაშვილი მზად არის, მიიღოს ყველა პოლიტიკური პოზიციის და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და შევქმნათ საქართველოს დიდი გამარჯვების პლატფორმა და ყველა ერთად არა მხოლოდ, ენმ-ს წევრები არამედ ყველა, ვისაც უნდა თავისუფალ ქვეყანაში, ვისაც ცივილურ ქვეყანაში და ევროპაში უნდა ცხოვრება. ჩვენ უნდა ვიყოთ მიზიდულობის ცენტრი და ყველას უნდა მოუნდეს ჩვენთან ყოფნა. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი ქვეყანა. დამთავრდა მტრობა და ერთმანეთის მიმართ ქვების სროლით ნაკეთები პოლიტიკა“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S