Accentnews.ge
თბილისში, მზიურის პარკის მიმდებარედ სროლა იყო, დაჭრილია ერთი პირი

თბილისში, მზიურის პარკის მიმდებარედ სროლა იყო, დაჭრილია ერთი პირი

25/07/2023 15:00:20 სამართალი

თბილისში, მზიურის პარკის მიმდებარედ სროლა იყო.

მომხდარის შედეგად დაიჭრა ერთი პირი. კაცი ჰოსპიტალიზებულია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებული მხარეები სამშენებლო სექტორში პარტნიორები არიან. ისინი კომპანია "ჯიემჯი-ში" იმყოფებოდნენ, რა დროსაც ჯერ სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდათ, მოგვიანებით, კი რამდენჯერმე გაისროლეს.

საქმეზე გამოძიება 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S