აშშ–ის ყოფილი ელჩი – საქართველოში რუსულ კომპანიებზე: შანსი, რომელიმე არიდებდეს სანქციებს თავს, 100%-ია
25/07/2023 17:50:22 პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მონაცემებს ეხმიანება, რომლის თანახმად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თვეში საშუალოდ 1 300 კომპანიას არეგისტრირებენ.
იან კელის თქმით, შანსი იმისა, რომ რეგისტრირებულ რუსულ კომპანიებს შორის, სულ მცირე, ერთ-ერთი მაინც არიდებდეს სანქციებს თავს, პრაქტიკულად 100%-ია.
"შანსი იმისა, რომ ამ რუსულ კომპანიებს შორის, სულ მცირე, ერთ-ერთი მაინც არიდებდეს სანქციებს თავს და/ან არის ნებაყოფლობითი თუ უნებლიე ფრონტი დაზვერვისა, ან სხვა მავნებელი ოპერაციებისთვის? - პრაქტიკულად 100%-ია. საქართველო თავის თავს მოწყვლადს ხდის უსაფრთხოების რისკების და/ან საერთაშორისო სამართლებრივი საფრთხის წინაშე", - წერს იან კელი სოციალურ ქსელში.


