Accentnews.ge
ნიკა მელია: ზაზა გოროზია არის ფრიდონ ინჯიას მოკავშირე და ბიზნესპარტნიორი

ნიკა მელია: ზაზა გოროზია არის ფრიდონ ინჯიას მოკავშირე და ბიზნესპარტნიორი

25/07/2023 19:02:14 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ენმ–ის წარმომადგენლები „ევროპული სოციალისტების“ დეპუტატ ფრიდონ ინჯიას შეუთანხმდნენ.

მისი თქმით, გორიზია-ინჯიას შეთანხმებით "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში არ დააყენეს.

„ივანიშვილი არის ბედნიერი დღეს, როდესაც უყურებს ამ ადამიანებს იმიტომ, რომ იცის, ზაზა გოროზიასთან ერთად სამეგრელოში რა უნდა მოხდეს, რომელიც არს უახლოესი მოკავშირე ფრიდონ ინჯიასი. არჩევნების დროს ზაზა გორიზიამ, ინჯიას უახლოესმა ბიზნესპარტნიორმა, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები არ დააყენა რამდენიმე სოფელში და იქ ადგილობრივ პარტიას მოელაპარაკა და უთხრა, იქ ინჯიას პარტიის წარმომადგენლები დავაყენოთო. დაუჯერეს, მართალაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" საკუთარი კანდიდატები არ დააყენა ინჯიასა და გოროზიას შეთანხმების საფუძველზე. ოპოზიციამ ჯამურად მეტი მადნატი მოიპოვა მარტვილის საკრებულოში, მაგრამ იმ ინჯია-გოროზიას კანდიდატებმა, რომელბიც დეპუტატები გახდნენ, რა აკეთეს პირველივე დღეს?! ხმა მისცეს "ქართულ ოცნებას", - განცხადა ნიკა მელიამ „TV პირველის“ ეთერში.

ამასთან, მან პარტიის ახალი მენეჯმენტი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ იდეებს დაშორდნენ:

"თუ ვინმე გავიდა "ნაციონალური მოძრაობიდან" ღირებულებების თვალსაზრისით, ეს არის ის მენეჯმენტი, რომელიც იქ არის. ნამდვილად დაშორდა. უბალოდ კვალიც კი არ არის იმ იდეისა, რომლის გარშემო "ნაციონალური მოძრაობის" ასობით ათასობით ამომრჩეველი იყო გაერთიანებული".

მისი თქმით, ქართულ პოლიტიკაში არიან „მოოლიგარქო ტიპები“, რომლებიც ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილივით მოქმედებენ პოლტიკაში და სხვების მოსყიდვას ცდილობენ.

„არიან ადამიანები, ვისაც ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ როგორც მანკიერების დამარცხება კი არ სურთ, უბრალოდ სახელების და გვარების ჩანაცვლება სურთ და ხვალ და ზეგ სიამოვნებით გადაუსვამდნენ ხელს მურუსიძეს და ჩინჩალაძეს“, – განაცხადა მელიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S