Accentnews.ge
ნიკა მელია – გიორგი ვაშაძეზე: ენმ–ში მისი მისვლის შემდეგ გახლეჩილი პარტია კიდევ უფრო გაიხლიჩა

ნიკა მელია – გიორგი ვაშაძეზე: ენმ–ში მისი მისვლის შემდეგ გახლეჩილი პარტია კიდევ უფრო გაიხლიჩა

25/07/2023 19:16:13 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ენმ–ში "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის მისვლის შემდეგ უკვე ისედაც გახლეჩილი პარტია კიდევ უფრო გაიხლიჩა. ამის შესახებ მან „TV პირველის“ ეთერში ისაუბრა.

"თუ რაიმე პრობლემა იყო პარტიაში, უფრო გაღმავდა. როდესაც პარტიაში გაქვს ხელოვნურად გახლეჩილობა და ამ დროს ცდილობ, რომ ეს გადაფარო, მაგრამ ამ ხალხს რას ეუბნები?! ვაშაძე-ხაბეიშვილის გაერთიანება მივიღე ისე, როგორც საზოგადოების დიდმა ნაწილმა. არამგონია ყველაფერი მიხეილ საკაშვილმა იცოდეს იმიტომ, რომ მას არ აქვს სოციალური ქსელი. გახლეჩილი პარტია კიდევ უფრო გაიხლიჩა. იმიტომ, რომ რთულია, წახვედი-მოხვედი, წახვედი-მოხვედი. თავს ასაღებ პრემიერ–მინისტრობის კანიდატად. აქტიური ბიჭია, მაგრამ არის ამბიციური. როდესაც 2021 წლის არჩევნები იყო, მაშინ არ დაგვიდგა გვერდში, მაშინ ჰქონდა კოლიციაში ყოფნას დიდი მნიშვნელობა იმიტომ, რომ ცოტა დაგვაკლდა არჩევნებამდე და არა ახლა, ერთი წლით ადრე რომ ქმნი კოალიციას", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ არ სჯერა, რომ გიორგი ვაშაძის ინტეგრირება ენმ-ში პარტიის მოქმედმა თავჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა გადაწყვიტა:

"ვინმეს სჯერა, რომ ლევან ხაბეიშვილი გადაწყვეტდა ამას? ბოდიშს მოვიხდი თუ ვინმეს სჯერა, რომ ვაშაძის ინტეგრირება ენმ-ში ხაბეიშვილმა გადაწყვიტა და აქ არაფერ შუაში არ იყო არც დათო კეზერაშვილი და არც ვანო მერაბიშვილი. მაგრამ ხომ ვიცი, რომ ეს ასე არ იყო. "გამარჯვების პლატფორმა" დაარქვეს, დავირქმევ ახლა მე უისტონ ჩერჩილს, მაგრამ ვიქნები ჩერჩილი? არ შეიძლება ასე. ბიძინა ივანიშვილს თუ რაიმესი ეშინია, ეშინია თანმიმდევრული ოპოზიციის".

მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილს გამარჯვების შემდეგ პარტიის ხლეჩვის გარდა, არაფერი არ გაუკეთებია.

"იყო პოლიტიკური საბჭოდან ხალხის გაყრა, იგივე მირდატ ქამადაძე, ზურა მელიქიშვილი, ქალბატონი ხათუნა ოჩიაური პოლიტსაბჭოდან რატომ გამოშვეს?! იგივე ნუგზარ წიკლაური და გიორგი პატარაია რატომ? რას ემსახურებოდა? ადრე მე ხომ გავიმარჯვე ლევან ვარშალომიძესთან და წარმოიდგინეთ, მე რომ გამეყარა პოლიტიკური საბჭოდან ლევან ვარშალომძეც და ყველა ის მხარდამჭერი, ვინც ვარშალომიძეს მხარი დაუჭირა. ეს მე აზრდაც არ გამივლია", – განაცხადა მელიამ.

20 ივლისს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" და „სტრატეგია აღმაშენებელმა" ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში პირველად ჩატარდება სრულად პროპორციული წესით. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში 5-პროცენტიან ბარიერს გადალახავენ. 2024 წლის არჩევნებში აკრძალულია საარჩევნო ბლოკების შექმნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S