
მზიურის პარკთან ბიზნესმენის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
26/07/2023 05:15:16 სამართალი
მზიურის პარკთან ბიზნესმენ ტატო გურგენიძის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.
ცნობისთვის: შემთხვევა გუშინ, 25 ივლისს მოხდა. სამშენებლო კომპანიის ერთ-ერთი მეწილე ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.