Accentnews.ge
ნიკა გვარამიას თქმით, მის ოჯახს უთვალთვალებენ

ნიკა გვარამიას თქმით, მის ოჯახს უთვალთვალებენ

27/11/2019 10:02:28 სხვა, სამართალი

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენდირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მის ოჯახს პროკურატურა უთვალთვალებს და ამის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს. 

“ასეა: დასდევდა ჩემ ცოლ-შვილს სუსი, კრიმპოლი და ყველანაირი დედააფეთქებული და “ღირსშესანიშნავ” მომენტებს აფიქსირებდნენ”, - წერს გვარამია.

რუსთავი 2-ის ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 20 ივლისს. გამოძიების ვერსიით, გვარამიას მიერ გაფორმებული სარეკლამო ხელშეკრულებებით, რუსთავი 2-მა 7 მილიონამდე ლარი იზარალა.

მოგვიანებით, საქმეს დაემატა “Porsche Macan S-ის” ეპიზოდი, რომლის თანახმად, რუსთავი 2-ის ეთერში რეკლამის გაშვების სანაცვლოდ, ნიკა გვარამიამ საკუთრებაში მიიღო ძვირადღირებული ავტომობილი.

საგამოძიებო უწყება აცხადებს, რომ ვიდეო ჩანაწერი გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გამომძიებლების მიერ მოპოვებული მტკიცებულებაა და არა თვალთვალის ვიდეო. უწყების მტკიცებით, ჩანაწერი ადასტურებს, რომ 232 000-ზე მეტი ლარის ღირებულების “პორშეთი” სარგებლობდა პირადად ნიკა გვარამია და მისი ოჯახი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S