Accentnews.ge
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი დაიწყო

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი დაიწყო

27/07/2023 06:07:33 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრეს–სამსახური ავრცელებს.

ჩენგტუს საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ცერემონია გაიმართა.

პრემიერ-მინისტრს აეროპორტში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრი ხუაი ძინპენგი, სიჩუანის პროვინციის გუბერნატორი ხუანგ ციანგი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ კალანდია დახვდნენ.

დახვედრის ცერემონიაში მონაწილეობას იღებდნენ სპორტსმენი სტუდენტები. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S