Accentnews.ge
სომხეთი გამოეთიშა ОДКБ-ს წვრთნებს, რომელიც სექტემბერში ბელარუსში ჩატარდება

სომხეთი გამოეთიშა ОДКБ-ს წვრთნებს, რომელიც სექტემბერში ბელარუსში ჩატარდება

27/07/2023 08:36:39 კავკასია

სომხეთი მონაწილეობას არ მიიღებს ОДКБ-ს ქვეყნების სამაშველო ქვედანაყოფების სპეციალურ წვრთნებში „სკალა-2023“, რომელიც სექტემბრის დასაწყისში ბელარუსში გაიმართება.

„სომხეთის მონაწილეობა "სკალა-2023"–ის წვრთნებში არ არის გათვალისწინებული“, - იტყობინება რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

უწყებამ აღნიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი „შსს-ს სამაშველო სამსახურის პროფესიული გადატვირთვა გახდა“.

სწავლება 1-დან 6 სექტემბრამდე ჩატარდება. სწავლების თემაა რადიაციული ავარიის შედეგების ლიკვიდაცია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S