Accentnews.ge
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ლაშა ჟღენტის დაკავების კადრები გამოაქვეყნა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ლაშა ჟღენტის დაკავების კადრები გამოაქვეყნა

27/07/2023 15:19:58 სამართალი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე, მოქალაქე ლაშა ჟღენტის დაკავების ამსახველი ვიდეოჩანაწერი გამოაქვენა.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის მოპოვებული მტკიცებულებები, არ იძლევა სამართალდამცავების მხილების და მათი პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველს.

როგორც საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, თუკი მოპოვებული იქნება რომელიმე სამართალდამცავის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, უწყება შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, რათა ლაშა ჟღენტის დაკავებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას და საქმეში არსებულ მასალებს არ მიეცეს დამახინჯებული ინტერპრეტირება და არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება გაასაჯაროოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ლაშა ჟღენტის დაკავების ამსახველ ვიდეოჩანაწერი. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ამ დროისთვის მოპოვებული მტკიცებულებები, არ იძლევა სამართალდამცავების მხილების და მათი პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველაფერს გააკეთებს ლაშა ჟღენტის უფლებების და ინტერესების დასაცავად, რა მიზნითაც ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო პროცესი, რათა საქმეზე ობიექტური სურათის შექმნით შესაძლებელი გახდეს საბოლოო სამართლიანი და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება. თუკი საქმეზე მოპოვებული იქნება რომელიმე სამართალდამცავის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, უწყება შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს“,- ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S