Accentnews.ge
მელია: სანამ არ გაიაზრებ, რატომ წააგე 2012 წელს და რა უნდა შეცვალო, ვერ მოიგებ

მელია: სანამ არ გაიაზრებ, რატომ წააგე 2012 წელს და რა უნდა შეცვალო, ვერ მოიგებ

28/07/2023 09:55:17 პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიაში მიმდინარე პროცესებს მორიგ ვრცელ წერილს უძღვნის და აღნიშნავს, რომ „სანამ არ გაიაზრებ, რატომ წააგე 2012 წელს და რა უნდა შეცვალო, ვერ მოიგებ".

მისი ხედვით, ვანო მერაბიშვილის და დავით კეზერაშვილის ოპოზიციაში, პოლიტიკაში არსებობა არის გარანტი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის:

"ივანიშვილის მმართველობის მე-11 წელსაც კი, ისინი უფრო მიუღებლები არიან საზოგადოებისთვის, ვიდრე რუსული პოლიტიკის გამტარებელი ოცნების ხელისუფლება… პრობლემის მოგვარება, იწყება მისი აღიარებით და არა დამალვით… ის რომ ოცნება ცუდია, რუსეთი ცუდია ხალხმა გაიგო და იცის. რეალური ალტერნატივის შექმნა არის საჭირო, ევროპაზე არა ლაპარაკი არამედ ჩვენება, აქედანვე რომ ხარ ევროპული მოწყობის, დემოკრატიული ღირებულებების".

ის აღნიშნავს, რომ მორალური უპირატესობა უნდა შეიძინო ოცნებაზე სიმართლით, არჩევანი უნდა მისცე არა ცუდსა და უარესს შორის, არამედ ცუდსა და კარგ შორის.

"ნებისმიერი ცვლილება ხდება საარჩევნო მხარდაჭერის არსებობით პირველ რიგში, ავტორიტარულ რეჟიმში კი ცვლილება შესაძლებელია არა 2 და 3 %იანი არამედ მხოლოდ დიდი ელექტორალური უპირატესობის მოპოვებით.

დიდი ელქეტორალური უპირატესობა კი მხოლოდ დიდ მორალურ უპირატესობას, რეალურ სიახლეს და ცვლილებისკენ სწრაფვას მოაქვს…

იგივეს კეთებით და იგივე წრეზე სიარულით განსხვავებულ შედეგს ვერ მიიღებ, ეს უნდა გავიაზროთ პირველ რიგში…

ყველა ის შეცდომა უნდა გავიაზროთ, რომელიც დაგვიშვია, თუნდაც ერთობის სახელით მანკიერებების დაფარვისა და შეგუების.

საზოგადოების აზრი და ინტერესი უნდა ავსახოთ სწორად პოლიტიკაში, სიტყვას ფასი დავუბრუნოთ და ნდობა აღვადგინოთ…

სანამ საზოგადოებას არ ეცოდინება რომ, რასაც ვამბობთ იმას ვგულისხმობთ, იმაზე ვაგებთ პასუხს და იმას განვახორციელებთ, ცვლილება არ მოვა…

დღეს რაც ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ პრინციპულობას არ ჰქონია მნიშვნელობა, ზურა მელიქიშვილი უნდა იყოს გარეთ და ზურა ჭიაბერაშვილი შიგნით (აქ სახელები პირობითია და მოვლენების საილუტრაციოდ არის მოყვანილი, კიდევ ბევრის ჩამოთვლა შეიძლება), რა მნიშვნელობა აქვს მანამდე რა ხდებოდა… ხოდა მანდ იკარგება სიტყვისა და პრინციპის ფასი, როდის მატყუებდი მაშინ თუ ახლა“, – წერს ნიკა მელია.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ენმ–ის საგარეო პოლიტიკას ზურაბ ჭიაბერაშვილი უხელმძღვანელებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S