Accentnews.ge
დეგნანი – ბათუმის პროტესტზე: ქართველების რეაქცია სავსებით გასაგებია

დეგნანი – ბათუმის პროტესტზე: ქართველების რეაქცია სავსებით გასაგებია

28/07/2023 10:58:28 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ ბათუმის პორტში რუსული გემის შემოსვლასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეების პროტესტი გასაგებია. ჟურნალისტებმა ელჩს პროტესტისა და მასზე მმართველი გუნდის წევრების რეაქციის შესახებ ჰკითხეს.

„ამ გემთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ქართველი ხალხის რეაქცია, რომელიც იხილეთ: ქართველი ხალხი არ მიესალმა ამ გემის შემოსვლას. ყველამ ვიცით ქართველების სტუმართმოყვარეობის შესახებ, როგორ ხვდებიან ისინი სტუმრებს, თუმცა არ არის გასაკვირი, რომ მათ ასეთი რეაქცია ჰქონდათ მათ მიმართ, ვინც ახდენს საქართველოს ოკუპაციას; ვინც ოჯახებს გაყოფას აიძულებს და ვინც აკავებს საქართველოს მოქალაქეებს. შესაბამისად, ქართველების მხრიდან მსგავსი რეაქცია სავსებით გასაგებია“,– განაცხადა თემის კომენტირებისას აშშ–ის ელჩმა.

სოჭიდან წამოსულმა საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande, ბათუმის პორტი ხმაურისა და პროტესტის ფონზე დატოვა. აქციის მონაწილეებმა აფხაზეთისა და აგვისტოს ომის ამსახველი ფოტომასალა მიიტანეს და საქართველოს და უკრაინის ჰიმნები შეასრულეს. პროტესტანტები სკანდირებდნენ: „აფხაზეთი საქართველოა“, „რუსეთი ოკუპანტია“, "დატოვეთ ჩვენი ქვეყანა". აქციაზე ხმაური მოჰყვა გემიდან რუსეთის დროშის გადმოფენას, ბორტზე მყოფების მხრიდან შეურაცხმყოფელ ჟესტიკულაციებს. პროტესტს კი წინ უძღოდა რამდენიმე ტურისტის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი უპატივცემულობის გამოხატვა. აქციის დაწყებიდან ერთი საათის შემდეგ ლაინერმა ბათუმის პორტი დატოვა.

ამ პროტესტს უწოდა ირაკლი კობახიძემ „ქაჯობა“ და დასძინა, რომ „ამ ქაჯობამ ქვეყანას ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა სხვადასხვა დროს, ეს იყო 90-იანი წლების დასაწყისი, ეს იყო შედარებით გვიანდელი პერიოდი, ეს იყო 2004-2012 წლები, მათ შორის, 2008 წელი".

იხილეთ ასევე: „გაკვეთილი ვერ ისაწავლა!“: როგორ აღიქვეს კობახიძის განცხადება საზოგადოებაში

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S