Accentnews.ge
დეგნანი: სატელეფონო ზარზე პასუხის გაცემა არანაირად არ ნიშნას რაიმეზე თანხმობის მიცემას

დეგნანი: სატელეფონო ზარზე პასუხის გაცემა არანაირად არ ნიშნას რაიმეზე თანხმობის მიცემას

28/07/2023 11:07:34 პოლიტიკა

ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ თბილისში აშშ-ის საელჩოდან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ ლობირებაში არავინ ყოფილა ჩართული, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ფარას დოკუმენტებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ კიდევ ერთხელ განაცხადა.

მისი თქმით, საელჩო დოკუმენტებში იყო ნახსენები იმის გამო, რომ ერთ-ერთმა თანამშრომელმა უპასუხა სატელეფონო ზარს.

„საკუთარ ტელეფონზე სატელეფონო ზარზე პასუხის გაცემა არანაირად არ ნიშნას რაიმეზე თანხმობის მიცემას, არამედ, ნიშნავს უბრალოდ საკუთარ ტელეფონზე შემომავალ ზარზე პასუხის გაცემას და მეტს არაფერს. ჩვენ ძალიან მკაფიოდ, ნათლად, განვაცხადეთ, რომ აშშ-ის საელჩოდან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ ლობირებაში არავინ ყოფილა ჩართული. წერტილი“, - აღნიშნა ელჩმა.

ბოლო დღეებია, მმართველი გუნდის წევრებმა და მათ მიმართ ლოიალურმა ტელეარხებმა გააჟღერეს ბრალდებები, რომ მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში ჩართული იყო აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ გაასაჯაროვა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ (FARA-ს) დოკუმენტები.

"ძალიან ცუდია და მძიმე, როდესაც უცხო ქვეყნის საელჩოს წარმომადგენელი ჩართულია ასეთ ქმედებებში. ამას სჭირდება ახსნა-განმარტებები და კითხვებზე პასუხები. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, როდესაც არის მცდელობა ქვეყნის გაშავების, რომ ქვეყანა დაასანქცირონ. მე საუბარი არ მაქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე და საელჩოს თანამშრომელზე. უფრო გამაღიზიანებელი, დამაზიანებელი და ძალიან მძიმეა, როდესაც ამ ყველაფერში შენი ქვეყნის მოქალაქეები და პოლიტიკოსები არიან ჩართული, როგორმე დააზიანონ ეს ქვეყანა, ამ ქვეყნის ევროპული მომავალი", - თქვა თბილისის მერმა და მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S