Accentnews.ge
"საქართველოში ვხედავთ რისკებს მნიშვნელოვან რეფორმებზე უკან დახევის კუთხით"

"საქართველოში ვხედავთ რისკებს მნიშვნელოვან რეფორმებზე უკან დახევის კუთხით"

27/11/2019 17:00:14 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ  ევროპარლამენტში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებზე სესიის გახსნისას საქართველოზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ორგანიზაცია "ხედავს რისკებს მნიშვნელოვან რეფორმებზე უკან დახევის კუთხით".

"საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვარზე უკანასკნელ თვეებში სიტუაცია გაუარესდა. ამიტომ ვაძლიერებთ ჩვენს მონიტორინგის მისიებს და ადგილზე წარმოდგენილობას იმიტომ, რომ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენი მხარდაჭერა მხოლოდ განცხადება არ არის. საქართველო სამეზობლოში ჩვენი ახლო და სანდო მოკავშირეა ჩვენს პარტნიორობაში. სწორედ ამიტომ არ ვიკავებთ თავს, როდესაც ვხედავთ რისკებს, ისე, როგორც დღეს ვხედავთ რისკებს ქვეყანაში კანონის უზენაესობაზე მნიშვნელოვან რეფორმებზე უკან დახევის კუთხით", – განაცხადა მოგერინიმ. 


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S