Accentnews.ge
ადიგენი მუსიკალური საღამოსთვის ემზადება

ადიგენი მუსიკალური საღამოსთვის ემზადება

29/07/2023 12:50:23 რეგიონები, რეკლამა

ადიგენი მუსიკალური საღამოსთვის ემზადება.

ამის შესახებ ინფორმაციას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

"მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება და 22:00 საათამდე გაგრძელდება.

დაბა ადიგენში მოსულ მაყურებელს არაერთი საინტერესო სანახაობა ელოდება. ცენტრალური პარკის მიმდებარედ წარმოდგენილი იქნებიან ადგილობრივი მეწარმეები, მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ბავშვების განწყობაზე ანიმატორები და ზღაპრის გმირები იზრუნებენ, ასევე გაიმართება მასტერკლასები, მოეწყობა თემატური ფოტოზონები, სადეგუსტაციო და კვების ზონა.

საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ: სოფო გელოვანი; თემურ თათარაშვილი, აჩიკო ცანკაშვილი, გელა დონაძე და ანუკი ცქვიტინიძე, თემურ ყვითელაშვილი, დავით მაზანაშვილის ბენდი.

გვეწვიეთ, საღამოს 7 საათზე დაბა ადიგენის ცენტრალურ პარკთან და სასიამოვნოდ გაატარეთ ჩვენთან ერთად ზაფხულის #მუსიკალურისაღამო"- ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S