
Edison Research: 0%-იანი ბარიერის პირობებში პროპორციული საარჩევნო სისტემის მომხრე რესპონდენტთა 87%–ია
27/11/2019 16:46:37 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
Edison Research-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 87% ემხრობა არჩევნების პროპორციული წესით, 0%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარებას. აქედან 60% აბსოლუტურად ემხრობა, 27 % მეტნაკლებად. 13% კი ამბობს, რომ აბსოლუტურად, ან მეტნაკლებად ეწინააღმდეგება.
კვლევა მას შემდეგ ჩატარდა, რაც ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა და პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა.
კვლევა "ფორმულას" დაკვეთით Edison Research-მა 12 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით საარჩევნო ხმის მქონე 2000 რესპონდენტი პირისპირ ინტერვიუს გზით გამოკითხა, კვლევის ცდომილება კი 2,2 პროცენტია.