პოლიციამ ბათუმის პორტში მიმდინარე აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავა
31/07/2023 04:33:01 პოლიტიკა
რამდენიმე წუთის წინ პოლიციამ ბათუმის პორტში მიმდინარე საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავა. დაკავებულის ვინაობა ჯერ უცნობია.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილის დაკავების შესახებ. ამ დროისთვის, არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ჯამში ათამდე პირი.
ამ წუთებში აქცია, რომლის მონაწილეები ბათუმის პორში პუტინისტების საკრუიზო ლაინერის რუსეთიდან შემოსვლას აპროტესტებენ, გრძელდება და მას ნელ-ნელა მონაწილეები ემატებიან. ისმის პუტინისა და მისი პოლიტიკის საწინააღმდეგო შეძახილები, ასევე სამართალდამცველთა "მონური" ქმედებებისა და "ქართული ოცნების" "მოღალატეობრივი" პოლიტიკის კრიტიკა.
პუტინისტების საკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტში ამჯერად დილის დაახლოებით 5 საათზე შევიდა. ადგილზე წინასწარ მოხდა სამართალდამცველთა დიდი რაოდენობის მობილიზება, უშუალოდ ნავსადგურში შესასვლელები რკინის ორმაგი ჯებირით შემოღობეს. აქციის მონაწილეებმა ღამე ნავსადგურში გაატარეს და ლაინერს ადგილზე დახვდნენ.


