Accentnews.ge
პოლიციამ პუტინისტების ლაინერთან მიაცილა ავტობუსი, რომლითაც სავარაუდოდ, მგზავრების ბათუმში გაყვანას შეეცდებიან

პოლიციამ პუტინისტების ლაინერთან მიაცილა ავტობუსი, რომლითაც სავარაუდოდ, მგზავრების ბათუმში გაყვანას შეეცდებიან

31/07/2023 06:15:22 პოლიტიკა

პოლიციამ რამდენიმე წუთის წინ პუტინისტების ლაინერთან მიაცილა ავტობუსი, რომლითაც სავარაუდოდ, მგზავრების ბათუმში გაყვანას შეეცდებიან. თავის მხრივ, საპროტესტო აქციის მონაწილეები გეგმავენ, ლაინერის მგზავრების ქალაქში შესვლა არ დაუშვან.

ამასთან დაკავშირებით ადგილზე პოლიციის მობილიზება კიდევ უფრო გაიზარდა. სამართალდამცველები ეცდებიან, აქციის მონაწილეები "სტუმარ" პუტინისტებს ვერც ერთი მხრიდან ვერ მიუახლოვდნენ.

დღეს, გამთენიისას ბათუმის პორტში შესული ლაინერი ჯერ პორტში რჩება, მიმდებარე ტერიტორიაზე კი გრძელდება საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები მოითხოვენ, გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები დატოვოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S