Accentnews.ge
ბათუმის პორტში პოლიციასა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლაა

ბათუმის პორტში პოლიციასა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლაა

31/07/2023 06:22:38 პოლიტიკა

პუტინისტების ავტობუსის ბათუმის პორტიდან ქალაქში გასვლისას პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

პოლიცია ცდილობდა, რუსების ავტობუსი აქციის მონაწილეებისგან ცოცხალი ჯაჭვით დაეცვა, თუმცა მოქალაქეებმა ავტობუსისთვის ბოთების სროლა მოახერხეს, რასაც პოლიციის მხრიდან რეაგირება მოჰყვა.

ავტობუსი გამთენიისას პორტში შესულ პუტინისტების ხომალდთან ცოტა ხნის წინ მიიყვანეს.თავის მხრივ, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა თავის მიზნად გამოაცხადეს, რუსი "სტუმრები" ქალაქში არ შეეშვათ. ამასთან დაკავშირებით ადგილზე პოლიციის მობილიზება კიდევ უფრო გაიზარდა.

დღეს, გამთენიისას ბათუმის პორტში შესული ლაინერი ჯერ პორტში რჩება, მიმდებარე ტერიტორიაზე კი გრძელდება საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები მოითხოვენ, გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები დატოვოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S