
"ამდენი დამაწყნარებელი, რაც ერთ წელიწადში იყიდება, შეიძლება ასეულებში არ გაყიდულა უფრო ადრე"
27/11/2019 18:49:39 ციტატა
"მაესტროში" მქონდა ერთ-ერთი გადაცემა, მახსოვს მთელი გუნდი მაწვებოდა, არ გინდა არ ილაპარაკო. ფსიქოლოგიაზე და დედის ინსტიტუტზე მქონდა საუბარი. ვფიქრობ, არამარტო საქართველოში, მთელი დღევანდელი მსოფლიო ყველაზე დიდ პრობლემას განიცდის, ამდენი დამაწყნარებელი, რაც ერთ წელიწადში იყიდება, შეიძლება ასეულებში არ გაყიდულა უფრო ადრე. პრობლემა თითქოს ძალიან მარტივია, მაგრამ არავინ დამნახავი არაა ... დედის ინსტიტუტის დანგრევამ ძალიან ბევრი ადამიანური ფასეულობები დაანგრია. მაგრამ ამ გადაცემას ალბათ ეს არ მიესადაგება, თუ მოვახერხე და დროზე წავედი პოლიტიკიდან, დარჩენილი წლები ამას მინდა მოვახმარო, რომ ქართველებს და საქართველოს მოსახლეობას მოვუწოდო, რომ ჩვილი ბავშვი უნდა აღზარდოს დედამ, კარგია ეს გენდერული თანასწორობა, რაც ძალიან მოდაშია. ეს გენდერული იმდენად მოდაშია, ეს სიტყვაც რომ თქვა.. ემანსიპაცია, რაც მოიტანა ამან, ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ ადამიანს, მე მგონი, აღზრდაში... აღარ განვვითარდები ამ მიმართულებით, ეს ჩემი საყვარელი თემაა”.
განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია იმედზე, გადაცემა Swot ანალიზში.