Accentnews.ge
მიხეილ დაუშვილი: საქართველოში რუსული გავლენები ძლიერდება

მიხეილ დაუშვილი: საქართველოში რუსული გავლენები ძლიერდება

31/07/2023 07:12:35 პოლიტიკა

პარტია "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი ბათუმში განვითარებულ მოვეებს ეხმიანება და აცხდებს, რომ "საქართველოში რუსული გავლენები ძლიერდება"

მისი თქმით, "მოსახლეობის პროტესტი რუსული გავლენების წინააღმდეგ ბუნებრივია". ამის მიუხედავად, დაუშვილი მიიჩნევს, რომ თუ აქციაზე ადგილი ჰქონდა რაიმე სამართალდარღვევას, რეაგირება უნდა განხორციელდეს.

"ცალკე აღებული ლაინერის შემოსვლა კი არ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მთლიანად დიდ სურათში ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა როგორ იცვლება და საით იცვლება. მოცემულობაა ასეთი, რომ "ქართული ოცნება" თავს ესხმის და ლანძღავს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს აშშ-ს და ევროკავშირს და ფაქტობრივად, უფრო და უფრო მეტად გვაშორებს ჩვენს მეგობრებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის გარანტი არიან. როცა მეგობრებს ვშორდებით, ამით ავტომატურად ვუახლოვდებით რუსეთს, რადგან ჩვენს რეგიონში უბრალოდ სხვა მოცემულობა არ არსებობს. "ქართულ ოცნებას" ფაქტობრივად ჰიბრიდული ომი აქვს გამოცხადებული საკუთარი მოქალაქეებისთვის, როცა ჩვენს მოქალაქეებს აშინებს ომის საფრთხით. ფაქტია, ამ ყველაფრის ფონზე უფრო და უფრო მეტად ხდება რუსული გავლენების გაძლიერება და ამ ლაინერის შემოსვლა არის ერთ-ერთი მიმართულება და არა ერთადერთი, სხვა მიმართულებებთან ერთად, რომლითაც ძლიერდება რუსული გავლენები. მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ხელისუფლება დასავლეთში ძლიერ მოკავშირეებს გვაშორებს, რითაც იზრდება რუსული გავლენები და ქვეყანა უფრო და უფრო დაუცველი ხდება ოკუპანტის წინაშე.

დაკავებას რაც შეეხება, არ მაქვს საკმარისი საფუძველი ვთქვა, იმ მომენტში დარღვევები არსებობდა თუ არ არსებობდა. თუ სამართალდარღვევა ჩადენილია, ამაზე, ცხადია, რეაგირება უნდა მოხდეს. გამიჭირდება სამართლებრივი შეფასება, რადგან ინფორმაცია არ მაქვს," - განაცხადა დაუშვილმა.

ცნობისთვის: დღეს, გამთენიისას ბათუმის პორტში შესული პუტინისტების გემი ჯერ კვლავ პორტში რჩება, მიმდებარე ტერიტორიაზე კი გრძელდება საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებმა მთავარ მიზნად ლაინერის ბორტზე მყოფი პუტინისტების ქალაქში არშეშვება დაასახელეს. ამ წუთებში ისინი მოითხოვენ, გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები დატოვოს.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ, რომელმაც საქართველოში რუსი ტურისტები შემოიყვანა, შემდეგი რეისების მარშრუტიდან ბათუმი ამოიღო.

საიტზე, რომელზეც ლაინერის რეისების შესახებ ინფორმაციაა მითითებული, მარშრუტში ბათუმი აღარ იძებნება.

მანამდე ცნობილი იყო, რომ ლაინერი ბათუმის პორტში ყოველ ორ კვირაში ერთხელ უნდა შემოსულიყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S