
ადიგენში მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით "მუსიკალური საღამო" გაიმართა.
30/07/2023 17:26:53 რეგიონები, რეკლამა
ადიგენში მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით "მუსიკალური საღამო" გაიმართა.
"ღონისძიება ცენტრალური პარკის მიმდებარედ ჩატარდა. მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, თემატური ფოტოზონა, სადეგუსტაციო და კვების ზონები. ბავშვების განწყობაზე ანიმატორებმა და ზღაპრის გმირები იზრუნეს.
საღამო გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდა და მაყურებლის წინაშე მომღერლები - სოფო გელოვანი, თემურ თათარაშვილი, აჩიკო ცანკაშვილი, თემურ ყვითელაშვილი, დავით მაზანაშვილის ბენდი, გელა დონაძე და ანუკი ცქვიტინიძე წარდგნენ" - აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.