
ივანიშვილი – პროპორციულ საარჩევნო სისტემის ჩავარდნაზე: “დრამატული არაფერი მომხდარა"
27/11/2019 18:25:42 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონრპოექტის ჩაგდებით არაფერი დრამატული არ მომხდარა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „იმედზე“ გადაცემაში „SWOT ანალიზი“ პროპორციულ საარჩევნო სისტემის ჩავარდნაზე საუბრისას განაცხადა.
“რომ შევაფასოთ სიტუაცია, რა თქმა უნდა, არაფერი დრამატული არ მომხდარა. მაგრამ თუ პრაგამატულად შევაფასებთ, არ არსებობს რომ პარტიას არ ჰქონდეს გაცხადებელი და შეუსრულებელი დაპირებები, არაფერი დრამატულიც არ მომხდარა, თუ პრაგმატულად შევაფასებთ და მით უმეტეს იმის ტოლფასი არ მომხდარა არაფერი, რომ გამოდიან დღეს ქუჩაში ისევ, ქუჩის ოპოზიცია და ამბობენ, რომ საშინელება მოვახდინეთ“, – განაცხადა ივანიშვილმა.
ა