Accentnews.ge
ჯანდაცვის მინისტრი – ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე: მივესალმები ყველა სტუმარს, როცა საქართველოს კანონმდებლობა არ ირღვევა

ჯანდაცვის მინისტრი – ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე: მივესალმები ყველა სტუმარს, როცა საქართველოს კანონმდებლობა არ ირღვევა

31/07/2023 08:54:19 პოლიტიკა

მე მივესალმები საქართველოს ყველა სტუმარს, როცა არ ირღვევა საქართველოს კანონმდებლობა, - ასე გამოეხმუარა ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ბათუმში განვიტარებულ მოვლენებს.

ჟურნალისტებმა მინისტრს სოჭიდან წამოსული ლაინერის ბათუმში შემოსვლასა და აღნიშნულთან მიმართებაში მოქალაქეთა პროტესტის შესახებ ჰკითხეს.

"ეს არის ჩემი პასუხი ამ ყველაფერთან დაკავშირებით", – დასძინა აზარაშვილმა.

ცნობისთვის: ბათუმის პორტში სოჭიდან წამოსულ საკრუიზო ლაინერ "ასტორია გრანდეს" გამთენიისას საპროტესტო აქციით დახვდნენ. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული. ადგილზე იყო ხმაური. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S