Accentnews.ge
დეგნანი – ბათუმის პროტესტზე: მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ ქართველები და ეს მათ ძალიან მკაფიოდ აჩვენეს

დეგნანი – ბათუმის პროტესტზე: მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ ქართველები და ეს მათ ძალიან მკაფიოდ აჩვენეს

31/07/2023 09:07:52 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი ეხმიანება ბათუმში რუსული გემის შემოსვლასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციებს და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების პოზიცია.

„არ აქვს მნიშვნელობა, მე რას ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს ქართველი ხალხი და ეს მათ ძალიან მკაფიოდ აჩვენეს. არავინ უნდა ელოდოს, რომ მიესალმებიან რუსების შემოსვლას მაშინ, როდესაც რუსეთი ახორციელებს საქართველოს ტერიორიების 20%–ის ოკუპაციას, ხელოვნური გამყოფი ზოლით ყოფს ოჯახებს, აკავებენ საქართველოს მოქალაქეებს და ზოგჯერ თვეობით ჰყავთ ტყვეობაში. მნიშვნელობა არ აქვს, ხმელეთით შემოვლენ თუ ზღვით. რა თქმა უნდა, საქართველოს მოსახლეობა არ მიესლმება. ისინი გამოთქვამენ პროტესტს, რაც კონსტიტუციით დაცული უფლებაა, მათ შორის საქართველოს კონსტიტუციით“,– განაცხადა ელჩმა კითხვის საპასუხოდ.

დღეს, გამთენიისას ბათუმის პორტში შესული პუტინისტების გემი ჯერ კვლავ პორტში რჩება, მიმდებარე ტერიტორიაზე კი გრძელდება საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებმა მთავარ მიზნად ლაინერის ბორტზე მყოფი პუტინისტების ქალაქში არშეშვება დაასახელეს. ამ წუთებში ისინი მოითხოვენ, გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები დატოვოს. საკრუიზო ლაინერი რუსი ტურისტების ნაწილმა უკვე დატოვა.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ, რომელმაც საქართველოში რუსი ტურისტები შემოიყვანა, შემდეგი რეისების მარშრუტიდან ბათუმი ამოიღო.

საიტზე, რომელზეც ლაინერის რეისების შესახებ ინფორმაციაა მითითებული, მარშრუტში ბათუმი აღარ იძებნება.

მანამდე ცნობილი იყო, რომ ლაინერი ბათუმის პორტში ყოველ ორ კვირაში ერთხელ უნდა შემოსულიყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S