Accentnews.ge
კალაძე – ბათუმში გამართულ აქციაზე: საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული

კალაძე – ბათუმში გამართულ აქციაზე: საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული

31/07/2023 11:10:48 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საპროტესტო აქცია, რომელიც ბათუმში Astoria Grande-ს ჩასვლის გამო იმართება, ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული. მისი თქმით, "ნებისმიერი ეროვნების ტურისტის ჩამოსვლა ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება".

"საქართველოს კარი ღიაა ტურისტებისთვის. ეს შეიძლება იყოს რუსი, ევროპელი, ამერიკელი. პრობლემას ვერ ვხედავ. ჩამობრძანდნენ, მთავარია, ყველამ პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას, დაიცვას კანონი. დახარჯონ თანხები, ეს ფული ხომ საქართველოს ეკონომიკაში მიდის. ეს პროტესტი ისევ და ისევ საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული. არ სიამოვნებთ, რომ ქვეყანაში მშვიდობაა", - ამბობს კახა კალაძე.

ცნობისთვის: დღეს, გამთენიისას ბათუმის პორტში შესული პუტინისტების გემი ჯერ კვლავ პორტში რჩება, მიმდებარე ტერიტორიაზე კი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმა მოითხოვეს, გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები დატოვოს.

ბათუმის პორტთან გამართულ აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 23–მდე გაიზარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენას - წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ, რომელმაც საქართველოში რუსი ტურისტები შემოიყვანა, შემდეგი რეისების მარშრუტიდან ბათუმი ამოიღო.

საიტზე, რომელზეც ლაინერის რეისების შესახებ ინფორმაციაა მითითებული, მარშრუტში ბათუმი აღარ იძებნება.

მანამდე ცნობილი იყო, რომ ლაინერი ბათუმის პორტში ყოველ ორ კვირაში ერთხელ უნდა შემოსულიყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S