რუსებმა ბათუმის ბულვარში ქართველებს ქვები დაუშინეს
31/07/2023 14:53:32 პოლიტიკა
რუსეთის მოქალაქეებმა ბათუმის ცენტრში, ბულვარში ადგილობრივებს ქვები დაუშინეს. პოლიციას ისინი არ დაუკავებია.
განსაკუთრებით აქტიურობდა რუსი ქალი, რომელიც ქართველებს უშვერი სიტყვებით მიმართავდა და კრემლისტურ ლოზუნგებს გაჰკიოდა.
ინციდენტს უამრავი მოქალაქეც შეესწრო და ჟურნალისტებიც. ისინი პოლიციას რუსების არდაკავების მიზეზებს ეკითხებოდნენ და სათანადო რეაგირებას მოითხოვდნენ, თუმცა ამაოდ.
ცნობისთვის: პუტინისტების საკრუიზო ლაინერის მგზავრები ამ წუთებში ბათუმში ქართული პოლიციის გაძლიერებული დაცვის პირობებში ისვენებენ.
საღამოს, 19:00 სთ-ისთვის პორტიდან მათ "სათანადოდ გასაცილებლად" მორიგი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.
დილის აქციის დროს დაკავებულ საქართველოს 22 მოქალაქესა და მათთან ერთად აყვანილ უკრაინის მოქალაქე ახალგაზრდა ქალს კი უფლებადამცველები ამ დრომდე სხვადასხვა იზოლატორებში ეძებენ.


