საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების ნაწილმა ფლეშმობი #Ватный кремлевский корабль, иди на *** დააორგანიზა
31/07/2023 15:30:06 პოლიტიკა
საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების ნაწილმა ფლეშმობი #Ватный кремлевский корабль, иди на *** დააორგანიზა. ორგანიზატორთა განცხადებით, მათთვის პუტინიზმი და რუსეთის იმპერიალიზმი ისევე მიუღებელია, როგორც ქართველებისთვის, უკრაინელებისა და მთელი ცივილიზებული მსოფლიოსთვის.
"არ გვინდა, საბჭოელი პუტინისტების საკრუიზო ლაინერიდან ჩამოსული "ბიდლოს" განცხადებები ყველა რუსის პოზიციად აღიქმებოდეს. რეალურად, აქაური რუსების დიდ ნაწილს პუტინი სძულს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ცალსახად უჭერს მხარს" - წერენ ფლეშმობის ორგანიზატორები.
ცნობისთვის: გამთენიისას ბათუმის პორტში მეორე რეისად შემოსული პუტინისტების საკრუიზო ლაინერის მგზავრები ამ წუთებში ქალაქში ქართული პოლიციის გაძლიერებული დაცვის პირობებში ისვენებენ.
საღამოს, 19:00 სთ-ისთვის პორტიდან მათ "სათანადოდ გასაცილებლად" მორიგი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.
დილის აქციის დროს დაკავებულ საქართველოს 22 მოქალაქესა და მათთან ერთად აყვანილ უკრაინის მოქალაქე ახალგაზრდა ქალს კი უფლებადამცველები ამ დრომდე სხვადასხვა იზოლატორებში ეძებენ.


