Accentnews.ge
"დროა": ბათუმში აქციაზე პოლიცია გენრი დოლიძეს ფიზიკურად გაუსწორდა

"დროა": ბათუმში აქციაზე პოლიცია გენრი დოლიძეს ფიზიკურად გაუსწორდა

31/07/2023 18:01:49 პოლიტიკა

პარტია "დროაში" აცხადებენ, რომ ბათუმში გამართულ აქციზე დაკავებისას გენრი დოლიძეს პოლიციამ სცემა.

ადვოკატის თქმით, დოლიძეს დაზიანებები სახესა და ფეხებზე აქვს.

"დღეს, ბათუმში გამართულ აქციაზე პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა პარტია "დროას" ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელ გენრი დოლიძეს. სენაკის წინასწარი დაკავების იზოლატორში მას ცოტა ხნის წინ ადვოკატი ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ გენრის აღენიშნება დაზიანებები სახესა და ფეხებზე. მისი თქმით, პოლიციამ "დროას" წევრს დაკავებისას სცემა. გენრი დოლიძე დანარჩენ 22 ადამიანთან ერთად დღეს ბათუმში გამართულ ანტირუსულ აქციაზე დააკავეს. მთელი დღის განმავლობაში, უცნობი იყო მათი ადგილსამყოფელი",- აცხადებენ პარტიაში.

შსს-ს ცნობით, დღეს ბათუმში მიმდინარე პროტესტზე 23 ადამიანი დააკავეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S