Accentnews.ge
ნანუაშვილი: „პოლიციამ დაარღვია კანონი და იძალადა... ეს ყველაფერი გამოსაძიებელია“

ნანუაშვილი: „პოლიციამ დაარღვია კანონი და იძალადა... ეს ყველაფერი გამოსაძიებელია“

31/07/2023 18:14:36 სამართალი

დღეს ბათუმის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველების მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობას, არაპროპორციული ძალის გამოყენებას და რაც მთავარია, დაუსაბუთებლად, - თვლის ყოფილი სახალხო დამცველი, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი უჩა ნანუაშვილი.

„ძალის გამოყენებას, მოგეხსენებათ, თავისი მკაფიო წესები აქვს, ამ შემთხვევაში კი ვერ ვნახეთ, რომ არსებობდა ძალის გამოყენების რაიმე საჭიროება. შესაბამისად, ამ ქმედებებით პოლიციამ დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა, ასევე უხეშად ჩაერია გამოხატვის თავისუფლებაში და ყველაფერთან ერთად, შეიძლება, ითქვას, ადგილი ჰქონდა ძალადობას: ყველამ ვნახეთ კადრები, როგორ ძალადობდნენ პოლიციელები საპროტესტო აქციის მონაწილეებზე. ეს ყველაფერი ცალსახად გამოსაძიებელია“ - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

ცნობისთვის: შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ბათუმის პორტში გამართული საპროტესტო აქციის 23 მონაწილე. მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას ედავებიან.

დაკავებულთა ნაწილის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია, ნაწილს კი ადვოკატებმა მხოლოდ საღამოს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მიაკვლიეს.

უფლებადამცველების ინფორმაციით, რამდენიმე დაკავებული, მათ შორის უკრაინელი ქალი ნაცემია და მძიმე მდგომარეობაში კლინიკებშია გადაყვანილი.

პუტინისტების საკრუიზო ლაინერმა, რომლის საქართველოში შემოსვლასაც აპროტესტებდნენ აქციის მონაწილეები, ბათუმის პორტი დროზე ადრე, დაახლოებით საათნახევრის წინ პოლიციის გაძლიერებული დაცვის პირობებში, განგრძობადი პროტესტის ფონზე დატოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S