Accentnews.ge
სუბარი "ქართული ოცნების" მმართველობის 11 წლის თავზე გამოდის ინიციატივით, პარლამენტში „ნაცმოძრაობის" გასამართლების პროცესი დაიწყოს

სუბარი "ქართული ოცნების" მმართველობის 11 წლის თავზე გამოდის ინიციატივით, პარლამენტში „ნაცმოძრაობის" გასამართლების პროცესი დაიწყოს

01/08/2023 09:01:20 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანტიდასავლური შეთქმულების თეორიების აქტიური გამავრცელებელი "ხალხის ძალის" წარმომადგენელი სოზარ სუბარი "ქართული ოცნების" მმართველობის 11 წლის თავზე გამოდის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტში დაიწყოს „ნაცმოძრაობის" გასამართლების პროცესი.

ის იხსენებს როინ შავაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც დაადგინა სოცოცხლის უფლების დარღვევა და აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის წევრებმა კი, შავაძის სასტიკი მკვლელობიდან 15 წლის შემდეგ, კვლავ დაიწყეს მტკიცება, რომ არარსებული ბრალდებით ადამიანის უკანონო დაკავება, წამება და მკვლელობა, მისი მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილების შანტაჟი და დაშინება სწორი საქციელია".

მისი თქმით, პარტიას იგივე პოზიცია აქვს "მის მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულებზეც".

„ნაციონალურ მოძრაობაში“ სამკვდრო-სასიცოცხლო შინაომია პარტიული თანამდებობების, გავლენებისა და ფულის გამო, ზოგი ტოვებს პარტიას და შემდეგ ისევ უკან ბრუნდება, მაგრამ შინაარსში არაფერი იცვლება: ყველა ამართლებს მათ მიერვე ჩადენილ სასტიკ მკვლელობებს, სისტემურ წამებას, უკანონო პატიმრობებს, სასამართლოს სრულად დამორჩილებას და სხვა სისტემურ დანაშაულებს. და მხოლოდ იმას ნანობენ, რომ მსგავსი დანაშაულების ჩადენის საშუალება დღეს არა აქვთ. ნაციონალური მოძრაობა არის დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელიც უნდა გასამართლდეს მის მიერ ჩადენილი სისტემური და სისტემატიური დანაშაულების გამო.

სწორედ ამიტომ, გამოვდივარ წინადადებით, საქართველოს პარლამენტში დაიწყოს "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლის და მისი გასამართლების პროცესი. ახლახან ჩვენ ვნახეთ მაგალითი, როცა მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ აკრძალა ოპოზიციური პარტია „შორი". მოლდოვას აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ევროპამ მას მოუწონა ეს ნაბიჯი. შესაბამისად, თუ ეს არის ევროკავშირში შესასვლელი ბილეთი, რომ ავკრძალოთ დანაშაულებრივი პარტიები, მაშინ ჩვენც დროზე დავიწყოთ ეს პროცესი. იმედი მაქვს, ჩვენი კოლეგები პარლამენტში მხარს დაუჭერენ ამ ინიციატივას," - აცხადებს სოზარ სუბარი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S