Accentnews.ge
„ეფლი“ რუსეთის მოთხოვნებს დაემორჩილა

„ეფლი“ რუსეთის მოთხოვნებს დაემორჩილა

28/11/2019 04:41:22 სხვა, მსოფლიო

კომპანია „ეფლი“ რუსეთის მოთხოვნებს დაემორჩილა და რუკაზე ყირიმი რუსეთის ტერიტორიად მიუთითა.შესაბამისად 2014 წელს რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებული ნახევარკუნძული „ეფლის“ აპლიკაციებში რუსეთის ფედერაციის ნაწილად არის აღნიშნული.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებლები ყირიმს რუსეთის ტერიტორიად დაინახავენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „ეფლის“ მოწყობილობებს რუსეთში ყოფნისას გამოიყენებენ. ქვეყნის ფარგლებს გარეთ აპლიკაციების გახსნისას ყირიმი კვლავ უკრაინის ტერიტორიად არის მითითებული. 

„ეფლის“ ცვლილებას კიევში მწვავე კრიტიკით შეხვდნენ. ყირიმის ტერიტორიული სტატუსის საკითხზე რუსეთის ხელისუფლებასა და ამერიკულ კომპანია „ეფლს“ შორის მოლაპარაკებები რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა. თავდაპირველად კომპანია რუსულ მხარეს ყირიმის გაურკვეველი სტატუსის მქონე ტერიტორიად ჩვენებას სთავაზობდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S