Accentnews.ge
საგამოძიებო სამსახურმა აქციაზე პლიციელთა მხრიდან შესაძლო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო

საგამოძიებო სამსახურმა აქციაზე პლიციელთა მხრიდან შესაძლო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო

01/08/2023 11:26:10 სამართალი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ბათუმში, ნავსადგურთან გამართული საპროტესტო აქციის დროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სახალხო დამცველის აპარატიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან შემოსული შეტყობინებები.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის 31 ივლისს, ქ. ბათუმში, ნავსადგურთან გამართული საპროტესტო აქციის დროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სახალხო დამცველის აპარატიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან შემოსული შეტყობინებები დაედო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას აქტიურ რეჟიმში ატარებს“,-აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, აქციაზე 23 პირი დააკავეს. დაკავებულთა ნაწილი აცხადებს, რომ დაკავების პროცესში პოლიციამ ძალას გადაამეტა.

ბათუმში საპროტესტო აქციაზე დაკავებულები პოლიციამ სხვადასხვა ქალაქებში, ოზურგეთის, სენაკისა და ზუგდიდის წინასწარი დაკავების იზოლატორებში გადაიყვანა. მათ წვრილმან ხულიგნობას (ასკ, მუხლი 166) და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (ასკ, მუხლი 173) ედავებიან.

გემი ASTORIA GRANDE, ბორტზე რუსული მუსიკალური არხის მიერ ორგანიზებული კრუიზის მონაწილეებით, 31 ივლისს ბათუმში შევიდა, სადაც გემს საპროტესტო აქციით დახვდნენ.

პალაუს დროშით მცურავი გემი ASTORIA GRANDE, რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International ემსახურება, ბათუმის ნავსადგურში პირველად 27 ივლისს შევიდა. გემი საპროტესტო აქციით გააცილეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S