Accentnews.ge
სააკაშვილი: შეტევის დროა! მთავარი რუსული გემი ჯერ კიდევ გასაშვები გვყავს!

სააკაშვილი: შეტევის დროა! მთავარი რუსული გემი ჯერ კიდევ გასაშვები გვყავს!

01/08/2023 14:02:24 პოლიტიკა

ბათუმი ღირსებას რუბლებზე არ ყიდის! - ასე ეხმიანება ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკრუიზო ლაინერის „ასტორია გრანდეს“ შესვლასთან დაკავშირებით ბათუმში გამართულ აქციებს და ამბობს, ამაყობს ბათუმელებით.

როგორც მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, მთავარი რუსული გემი ჯერ კიდევ გასაშვებია.

„რუსი ბოგანოები საქართველოს ვერ დაეპატრონებიან, თუნდაც იქამდე, სანამ მე, ცალკე აღებულ ქართველს, პირში სული მიდგას. ახლა შეტევის დროა! მთავარი რუსული გემი ჯერ კიდევ გასაშვები გვყავს!“ - წერს სააკაშვილი „ფეისბუქზე“.

გემი ASTORIA GRANDE, ბორტზე რუსული მუსიკალური არხის მიერ ორგანიზებული კრუიზის მონაწილეებით, 31 ივლისს ბათუმში შევიდა, სადაც გემს საპროტესტო აქციით დახვდნენ.

არსებული ინფორმაციით, აქციაზე 23 პირი დააკავეს. დაკავებულთა ნაწილი აცხადებს, რომ დაკავების პროცესში პოლიციამ ძალას გადაამეტა.

ბათუმში საპროტესტო აქციაზე დაკავებულები პოლიციამ სხვადასხვა ქალაქებში, ოზურგეთის, სენაკისა და ზუგდიდის წინასწარი დაკავების იზოლატორებში გადაიყვანა. მათ წვრილმან ხულიგნობას (ასკ, მუხლი 166) და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (ასკ, მუხლი 173) ედავებიან.

პალაუს დროშით მცურავი გემი ASTORIA GRANDE, რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International ემსახურება, ბათუმის ნავსადგურში პირველად 27 ივლისს შევიდა. გემი საპროტესტო აქციით გააცილეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S