Accentnews.ge
ოლეგ ნიკოლენკო: საქართველოში უკრაინის საელჩო ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული უკრაინელი ქალის საქმეზე მუშაობს

ოლეგ ნიკოლენკო: საქართველოში უკრაინის საელჩო ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული უკრაინელი ქალის საქმეზე მუშაობს

01/08/2023 14:47:30 პოლიტიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო აცხადებს, რომ საქართველოში უკრაინის საელჩო ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული უკრაინელი ქალის საქმეზე მუშაობს.

"კონსულმა უკრაინელი ქალის მონახულების ნებართვა მოითხოვა, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმოს. პარალელურად დიპლომატები გათავისუფლების საკითხზე მუშაობენ", - განაცხადა ნიკოლენკომ.

ცნობისთვის: 31 ივლისს რუსული საკრუიზო ლაინერის წინააღმდეგ ბათუმის საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა 23 ადამიანი, მათ შორის უკრაინის მოქალაქე დააკავეს. უკრაინელი ქალის ადვოკატის თქმით, მას მცირე ხულიგნობასა და სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S