Accentnews.ge
ევროკავშირის ანგარიში: საქართველოში 2022 წელს გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული, თუმცა საჭიროა შემდგომი ძალისხმევა, მათ შორის სასამართლო რეფორმის მიმართულებით

ევროკავშირის ანგარიში: საქართველოში 2022 წელს გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული, თუმცა საჭიროა შემდგომი ძალისხმევა, მათ შორის სასამართლო რეფორმის მიმართულებით

01/08/2023 15:40:12 პოლიტიკა

ევროკავშირმა მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში არსებული ვითარებაცაა შეფასებული.

"ზოგადად, საქართველოს აქვს ადამიანის უფლებათა მყარი ჩარჩო, მათ შორის კანონმდებლობა და პოლიტიკა, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებს. თუმცა იმპლემენტაცია რამდენიმე მიმართულებით უნდა გაძლიერდეს. 2022 წელს პროგრესი იქნა მიღწეული საარჩევნო სისტემის რეფორმის, საჯარო მმართველობის, გენდერული თანასწორობის გაძლიერების, ბავშვთა უფლებებისა და შშმ პირთა უფლებების კუთხით. საჭიროა შემდგომი ძალისხმევა სასამართლო რეფორმის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერების მიმართულებით. ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, კვლავ შემაშფოთებელია", – ნათქვამია დოკუმენტში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S