
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს
01/08/2023 16:22:23 სამართალი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "აჭარა.News" ავრცელებს.
შემთხვევა ერთ-ერთ სოფელში მოხდა. მომხდარის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
ცნობილია, რომ 38 წლის ქალს ორი არასრულწლოვანი შვილი ჰყავდა.