
ბათუმის პორტთან აქციაზე დაკავებული 23 პირიდან 15 გაათავისუფლეს
01/08/2023 19:19:38 სამართალი
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქალაქის პორტთან აქციაზე დაკავებული 23 პირიდან 15 გაათავისუფლა.
დაკავებულები სხდომის დარბაზიდან ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ.
ბრალდებულები აცხადებდნენ, რომ დაკავებისას სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი. დაკავებულთა ნაწილმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ სამართალდამცავებმა დაზიანებები ფეხისა და მუცლის არეში მიაყენეს.
ნაწილის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.
ცნობისთვის: სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერის ბათუმის პორტში შემოსვლას მოქალაქეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეთა შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. პოლიციამ 23 მოქალაქე დააკავა.