Accentnews.ge
საპატრულო პოლიციის უფროსი პარლამენტთან ბარიკადების მოწყობის თაობაზე განმარტებებს აკეთებს

საპატრულო პოლიციის უფროსი პარლამენტთან ბარიკადების მოწყობის თაობაზე განმარტებებს აკეთებს

28/11/2019 06:16:30 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, სამართალი, საზოგადოება

საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რკინის ბარიკადები უსაფრთხოების მიზნით დადგეს, რათა აქცის მონაწილეების მხრიდან პოლიციის მიმართ ძალადობრივი ქმედებები არ მოხდეს.

სირაძის განცხადებით, რკინის კონსტრუქციებით გზის გადაკეტვა მანამდე გაგრძელდება, სანამ აქცია გაგრძელდება და პარლამენტის პიკეტირების საფრთხე იქნება.

როგორც ვაჟა სირაძემ განაცხადა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივ მცხოვრებლებს გადაადგილების საშუალება აქვთ.

„უსაფრთხოების მიზნით გადავწყვიტეთ, რომ დაგვედგა რკინის კონსტრუქციები, რომ არ ყოფილიყო აქცის მონაწილეების მხრიდან ძალადობრივი ქმედებები პოლიციის მიმართ. ჩვენ ვმოქმედებთ ადეკვატურად და შესაბამისად, რომ კარგად დავიცვათ საზოგადოების უსაფრთხოება. ეს იქნება მანამდე, სანამ გამართავენ აქციას და მოახდენენ პარლამენტის ბლოკირებას. ვინაიდან უკვე არაერთი ფაქტი იყო იმის, რომ ამ ადამიანებმა მოახდინეს პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება და განაცხადეს, რომ კვლავ აპირებდნენ ამას, პოლიციამ გაატარა შესაბამისი ზომები“,- განაცხადა სირაძემ.

ცნობისთვის, ინგოროყვას ქუჩაზე ამ წუთებში აქციის მონაწილეები იმყოფებიან და მათ პარლამენტის შენობასთან მისვლა სურთ, თუმცა სამართალდამცველებს საკანონმდებლო ორგანომდე მისასვლელი გზები რკინის კონსტრუქციებით აქვთ გადაკეტილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S