Accentnews.ge
მიხეილ დაუშვილი: იდენტური მესიჯები გვაფიქრებინებს, რომ რაღაც დონეზე "ქართული ოცნებისა" და რუსეთის ხელისუფლების ინტერესები თანხვედრაშია

მიხეილ დაუშვილი: იდენტური მესიჯები გვაფიქრებინებს, რომ რაღაც დონეზე "ქართული ოცნებისა" და რუსეთის ხელისუფლების ინტერესები თანხვედრაშია

03/08/2023 08:18:18 პოლიტიკა

"საქართველოსთვის" წევრ მიხეილ დაუშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" და რუსეთის ოფიციალური პირების თუ სამთავრობო პროპაგანდისტების საუბრები და მესიჯები ერთმანეთს ერთი-ერთში ემთხვევა.

"ქართული ოცნება" გვაშორებს დასავლეთს და საქართველოში ამის პარალელურად რუსული გავლენები იზრდება. პარტნიორებთან და მეგობრებთან კონფრონტაციაში ყოფნა ნიშნავს იმას, რომ რუსეთთან ვრჩებით მარტო. სამწუხაროდ, იდენტური მესიჯები და მსგავსი საუბრები გარკვეულწილად იმასაც გვაფიქრებინებს, რომ რაღაც დონეზე ინტერესებიც თანხვედრაშია. სხვაგვარად გაუგებარია, როგორ შეიძლება ერთი და იმავე "მესიჯბოქსით" გვესაუბრებოდეს ჩვენი ხელისუფლება და რუსეთის მაღალი თანამდებობის პირები და სამთავრობო პროპაგანდისტები," - განაცხადა დაუშვილმა.

ინფორმაციისთვის: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ბათუმში რუსი ტურისტებით საკრუიზო ლაინერის ჩასვლასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ამ აქციას ქვეყნის შიგნით არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონდა და მას "რადიკალური ოპოზიცია დასავლელი სპონსორების მოთხოვნით აწყობს."

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S