Accentnews.ge
გზების დეპარტამენტი: ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის გზაზე 7.4 კმ იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

გზების დეპარტამენტი: ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის გზაზე 7.4 კმ იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

03/08/2023 08:23:38 რეგიონები, რეკლამა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უწყების დაკვეთით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზაზე, 2 პროექტის ფარგლებში, ჯამში, 7.4კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

რეაბილიტირებული მონაკვეთი კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და სოფლების ზემო ხანდაკის და კავთისხევის ტერიტორიაზე გადის.პროექტის შესაბამისად, მოეწყო ასფალტ-ბეტონის საფარი, ხელოვნური ნაგებობები, მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, გვერდულები და საგზაო ნიშნები. ასევე, მოინიშნა გზისსავალი ნაწილი.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ჯამურმა ღირებულებამ 5.8 მილიონი ლარი შეადგინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S