Accentnews.ge
დონალდ ტრამპი: "მემარცხენეების მიერ გამოცხადებული "კუდიანებზე ნადირობის" შედეგად ჯამში, 561 წლით თავისუფლების აღკვეთა მემუქრება"

დონალდ ტრამპი: "მემარცხენეების მიერ გამოცხადებული "კუდიანებზე ნადირობის" შედეგად ჯამში, 561 წლით თავისუფლების აღკვეთა მემუქრება"

03/08/2023 10:02:29 მსოფლიო

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლოა, 561 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯონ. ამის შესახებ მან მისი საარჩევნო კამპანიის სპონსორებს მისწერა და ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივ დევნაში კვლავ დაადანაშაულა.

"ცნობები მიუთითებს იმაზე, რომ მემარცხენეების მიერ გამოცხადებული კუდიანებზე ნადირობის შედეგად ჯამში 561 წლით თავისუფლების აღკვეთა მემუქრება", - დაწერა ტრამპმა ელექტრონულ წერილში.

ბოლო თვეების განმავლობაში ტრამპს, რომელიც, გამოკითხვის თანახმად, რჩება 2024 წლის არჩევნებში "რესპუბლიკური პარტიის" საპრეზიდენტო ნომინაციის წამყვან პრეტენდენტად, სისხლის სამართლის სამ საქმეზე წაუყენეს ბრალდება. პირველი მათგანი, რომელსაც ნიუ-იორკის სასამართლო განიხილავს, ეხება პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის სიჩუმის სანაცვლოდ ფულადი ანაზღაურების დაფარვის მცდელობას, რაც საარჩევნო ფონდიდან გაკეთდა და, შესაბამისად, უკანონო იყო.

მეორე საქმე, რომელიც ფლორიდაში სასამართლოს წინაშე მიმდინარეობს, ეხება საიდუმლო დოკუმენტების უკანონო შენახვის ბრალდებებს.

მესამე ბრალდება ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ დანაშაულისთვის წაუყენეს.

საქმე ეხება 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, როცა ტრამპმა არჩევნების შედეგები არ აღიარა და ამას მოჰყვა კაპიტოლიუმზე მისი მომხრეების თავდასხმა.

ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ისტორიაში პირველი აშშ-ის პრეზიდენტი გახდა, რომელსაც სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს, - დანაშაულს უარყოფს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ტრამპის დევნაში პოლიტიკური ქვეტექსტი არ არსებობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S