Accentnews.ge
"ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან,  აშშ-თან  უპრეცედენტოდ  მაღალი დონის თანამშრომლობა გვაქვს"

"ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან უპრეცედენტოდ მაღალი დონის თანამშრომლობა გვაქვს"

28/11/2019 11:25:14 სხვა, თავდაცვა, რეკლამა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ში  ვიზიტი  შეაფასა. 

მინისტრმა  ყურადღება  ვიზიტის ფარგლებში გამართულ ნაყოფიერ  შეხვედრებსა  და    აშშ - საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის სამწლიან  ჩარჩო - ხელშეკრულებაზე გაამახვილა, რომელსაც ხელი პენტაგონში მოეწერა. მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან  უპრეცედენტოდ მაღალი დონის თანამშრომლობა აქვს: 

„პირველი შეფასება, რაც  პენტაგონის უმაღლეს წარმომადგენლის მხრიდან გაკეთდა, იყო შემდეგი, რომ ჩვენს უწყებებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობა არის უმაღლეს დონეზე. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შეფასება, ეს არის აშშ-ის  პენტაგონის მთავარი წარმომადგენლის შეფასება. ეს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან,  აშშ-თან  გვაქვს უპრეცედენტოდ  მაღალი დონის თანამშრომლობა და ეს დადასტურდა  სწორედ   ვიზიტის ფარგლებში“, - განაცხადა ირაკლი  ღარიბაშვილმა. 

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, აშშ-ს მთავრობა და პენტაგონის წარმომადგენლები ქართულ მხარესთან თანამშრომლობის გაგრძელებას მოუთმენლად ელიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S