Accentnews.ge
მიხეილ დაუშვილი: რაჭაში მომხდარზე პოლიტიკური განცხადებები ამორალურია

მიხეილ დაუშვილი: რაჭაში მომხდარზე პოლიტიკური განცხადებები ამორალურია

04/08/2023 07:45:16 პოლიტიკა

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი მიხეილ დაუშვილი აცხადებს, რომ "რაჭაში მომხდარზე პოლიტიკური განცხადებები ამორალურია".

როგორც მან აღნიშნა, ახლა მნიშვნელოვანია მაშველების მხარდაჭერა და მათთვის ტექნიკური საშუალებების მიწოდება.

რაც შეეხება კითხვებს, თუ რამდენად მზად იყო ხელისუფლება დროული რეაგირებისთვის, შესაძლებელი იყო თუ არა პრევენცია და მსხვერპლის თავიდან აცილება, დაუშვილმა არ უპასუხა.

„სანამ ერთი ადამიანის გადარჩენაც კი შესაძლებელია, იქამდე ყველა პოლიტიკური განცხადება, რასაც ვხედავთ სხვადასხვა სივრცეში, კატეგორიულად მიუღებელი და ამორალურია. დღეს მხარდაჭერა სჭირდებათ მაშველებს და ვისაც შეუძლია მათი დახმარება სხვადასხვა ტექნიკური აღჭურვილობით, მაგალითად დრონებით, თუ სხვა საშუალებებით, ყველას მოვალეობაა ჩვენს ბიჭებს დავეხმაროთ, ესაა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა დაუშვილმა.

შსს–ს ინფორმაციით, სტიქიას ამ დროისთვის 6 ადამიანი ემსხვერპლა.

ცნობისთვის: შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S